ილია II საკვირაო წირვას სეზონური ვირუსის გამო ვერ დაესწრო

ილია II სამების ტაძარში ყოველკვირეულ წირვას არ დაესწრო. როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა ამბობს, ილია მეორეს სეზონური ვირუსი აქვს რის გამოც, ექიმა სახლის პირობებში ყოფნა ურჩიეს.

“სამი დღის უკან მას ჰქონდა ცხელების ერთი ეპიზოდი. ჩავატარეთ ყველანაირი გამოკვლევა კონსულტაციები დაისვა ვირუსული ინფექციის დიაგნოზი. ახლა პარაკლისიც გადაიხადა, ილოცა ასე რომ ყველაფერი მიდის ისე როგორც საჭიროა” – ამბობს ექიმი.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კათოლიკოს–პატრიარქი სამებაში წირვას ვერ დაესწრო