17 მაისს ფეისბუქმა 4 ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ფეისბუქ გვერდი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “მითების დეტექტორი” ავრცელებს.
გვერდები, რომლებიც ანტიდასავლური, ქსენოფობიური და რასისტული შინაარსის მქონე პოსტებს აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელში 17 მაისს დაიბლოკა. გაუქმებულ გვერდებს შორისაა: “ალტ-ინფო”, “ანტი-ლიბერალური გვერდი”, “ანტილიბერალური კლუბი” და “Geo pepe”.
გვერდების გარდა დაიბლოკა დაიბლოკა მოძრაობა “ქართული მარშის” წევრის, ბექა ვარდოსანიძის, პირადი ფეისბუქ ანგარიშიც.
ბექა ვარდოსანიძე, მოგვიანებით, ბექა ოპიზარის სახელით დარეგისტრირდა და აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა.
ულტრა-ნაციონალისტები აცხადებენ ,რომ გვერდების გაუქმება ლიბერალების მორიგი შეტევაა.