ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, არიან დაღუპულები

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მაშველები 25 მიგრანტს  ეძებენ.

მიგრანტენის უმეტესობა სუდანის, კენიის, კოტ დივუარის და ნიგერიის მოქალაქეები არიან.

გასულ წელს ხმელთაშუა ზღვაში 2 297 მიგრანტი დაიღუპა.