ლიბიის სანაპიროზე მიგრანტების ნავი ჩაიძირა. ბოლო მონაცემით 115 ადამიანია დაღუპული. მაშველებმა წყლიდან 130-ზე მეტი მიგრანტი ამოიყვანეს. ისინი სანაპიროზე თავშესაფრებში არიან გადაყვანილი.
გავრცელებული ცნობით, ნავში 250 ადამიანი იმყოფებოდა. უმეტესობა აფრიკის და არაბული ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომლებიც ხმელთაშუაზღვის გავლით ევროპაში გადასვლას აპირებდნენ. მათი ნავი სანაპიროდან 8 კილომეტრის დაშორებით ჩაიძირა.