ლიეტუვამ რუსი მომღერალი გრეგორი ლეპსი შავ სიაში შეიყვანა

ქართული წარმოშობის რუს მომღერალს გრეგორი ლეპსს, ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა. მიზეზად ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები მომღერლის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირს ასახელებენ.

“ვადასტურებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ეიმუტის მისიუნასმა სამშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას, რაც ამ პიროვნებას ლიეტუვის რესპუბლიკაში შესვლას უკრძალავს,” -განაცხადა ლიეტუვის შსს სამინისტროს წარმომადგენელმა.

“გვჯერა, რომ აშშ-ის მიერ შავ სიაში შეყვანა, სრულიად საკმარისი მიზეზია რომ ჩვენც შევიყვანოთ” – აღნიშნა საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრმა დარიუს სკუჩევისიუსმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში   გრეგორი ლეპსს შესვლა 2013 წელს აეკრძალა.

რუსი მომღერალი შავ სიაშია ისრაელისა და უკრაინის სახელმწიფოებშიც.