ბრიტანეთის ქალაქ ლონდონში, ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. ბავშვის დედას, რომელიც ჩრდილო ლონდონში მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე პნეუმონიის სიმპტომემეთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, COVID 19-ის დაავადება დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას THE SUN ავრცელებს.
ექიმების თქმით, ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წუთში ჩაატარეს გამოკვლევა, რომლითაც დადასუტრდა მისი ინფიცირება ვირუსზე. ამ დრომდე უცნობია ახალშობილი ორსულობის პერიოდში დაინფიცირდა თუ მშობიარობის პროცესში.
პერსონალი, რომელთაც ქალთან და ჩვილთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფება.