ლონდონში ლესბოსელი წყვილის ცემისთვის ხუთი პირი დააკავეს

ლონდონში ლესბოსელი წყვილის ცემის გამო 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულები მოზარდები არიან, მათი ასაკი 15-დან 18 წლამდეა.

30 მაისს  ლონდონის ავტობუსში ლესბოსელ წყვილს სცემეს. ხუთი ბიჭი  ორ ქალს თავს დაესხა. გოგონების მტკიცებით,  თავდამსხმელებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს.  ისინი  ეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისთვის ეკოცნათ. უარის შემდეგ  მათ სასტიკად  სცემეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.