“რატომ არ ურთავთ მუსიკებს?”- დიმიტრი ლორთქიფანიძე მოითხოვს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა მუსიკები გამორთონ.
ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ღამის საათებში მუსიკის ხმამაღლა ჩართვა არის კანონით აკრძალული, მან მოუწოდა სამართალდამცავებს, მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება.
ჰომოფობიური აქციის წევრების გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ანტისაოკუპაციო აქციის წევრები რუსთაველის გამზირზე, მუსიკას უსმენენ და ცეკვავენ.
“როდემდე უნდა ვუსმინოთ პინქ ფლოიდებს?” – აცხადებენ ვასაძის მხარდამჭერები.
აქციაზე ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტიც მოხდა. ამ დროისთვის, აქციებზე სიმშვიდეა. პარლამენტთან რჩებიან “ქართული მარშის” წევრები.