ლუგარის ლაბორანტი ეკატერინე უგრეხელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით, მას შემდეგ რაც თბილისში სამარშტო ტაქსები აიკრძალა, სამსახურში სიარული ტაქსით უწევს. როგორც ის ამბობს ტაქსის მძღოლმა მას ფული მას შემდეგ არ გამოართვა რაც გაიგო რომ ის ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობდა.
„რომ არ დავპოსტო, არ შემიძლია. ტრანსპორტის სიმცირის გამო, დღეს ტაქსით მომიწია სამსახურში წასვლა (ლუგარში). აქ მუშაობთო? მკითხა ტაქსის მძღოლმა… კი-მეთქი, ვუპასუხე. მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევო, ლუგარი დღეს ფრონტის წინა ხაზზეა და მეც ხომ რამე უნდა გავაკეთო ამ ბრძოლაშიო. შუა ხნის მამაკაცი იყო. გული ძალიან ამიჩუყდა. მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობაა საოცარი. აი ასეთი ადამიანების წყალობით გადავიტანეთ ალბათ ამდენი გაჭირვება. ამ „ბრძოლასაც“ (როგორც მან უწოდა) გადავიტანთ…“ – წერს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი.