ლუკ ბესონი სექსუალურ სკანდალში გაეხვა


რამდენიმე ქალი რეჟისორს ძალადობაში და შევიწროვებაში ადანაშაულებს

 

ცნობილი რეჟისორი ლუკ ბესონი სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. დასავლური მედიის ინფორმაციით რამდენიმე ქალმა ერთდროულად განაცხადა, რომ რეჟისორი მათ სექსუალურად ავიწროვებდა და ძალადობდა.

ფრანგი რეჟისორის ყოფილმა თანაშემწემ სასამართლოს განუცხადა, რომ ბესონმა შანტაჟით აიძულა მასთან ინტიმური ურთიერთობა დაემყარებინა. გოგონამ სასამართლოს უამბო დეტალები რამდენიმე სექსუალური კონტაქტისა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროვების შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეჟისორისგან თავმობეზრებულმა თანაშემწემ ეს ისტორია სტუდიის თანამშრომლებს უამბო, რომლებიც ახლა სასამართლოში მის სიტყვებს ადასტურებენ.

გარდა ამისა, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა წერილი, რომელიც მისი თქმით რეჟისორმა მისწერა, როცა გადამღები ჯგუფი ერთ–ერთ პარიზულ სასტუმროში დაბინავდა. ბარათში ბესონი გოგონას პრინცესას უწოდებს და სთხოვს მოემზადოს და შხაპი მიიღოს.

თანაშემწის გარდა რეჟისორს Cite du Cinema –ს ორი ყოფილი სტუდენტი სდებს ბრალს. მათ ბესონს სექსუალური შევიწროვების გამო უჩივლეს. “არასათანადო ქცევაში“ ადანაშაულებს რეჟისორს კიდევ ერთი ქალი – EuropaCorp –ის ყოფილი თანამშრომელი.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი ერთ–ერთმა მსახიობმა, რომლის გვარი არ ხმაურდება პოლიციას მიმართა და შეატყობინა, რომ ლუკ ბესონმა გააუპატიურა.