ლუკაშენკომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ იმედი გამოთქვა, რომ „ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“.
„აფხაზეთს ტრადიციულად ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელორუსთან. ზაფხულობით აფხაზეთს ბელორუსი ტურისტები სტუმრობენ. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდება. დაველოდებით ამ მომენტს“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კი განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა, ბელორუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ლუკაშენკო ამბობს, რომ ის მზად იყო ხელი მოეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე, თუმცა გადაწყვეტიკლება ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის , ჰავიერ სოლანას, გაფრთხილების შემდეგ შეცვალა. ლუკაშენკოს თქმით, ჰვიერ სოლანამ უთხრა რომ, თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, მას სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია დაემუქრებოდა.