პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ „ფორმულას“ ეთერში, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს გავა. მაყურებელი მას რამდენიმე მსახიობის გამოკლებით იხილავს.
ცნობილია, რომ სერიალი დატოვეს მსახიობებმა ქეთი ხუციშვილმა და შოთიკო ნოზაძემ, რომლებიც ბიზნესმენი და-ძმის ლუნასა და თენგოს როლებს ასრულებდნენ.
პროექტის დატოვების მიზეზი მსახიობების თქმით, “ფორმულას” გადაწყვეტილება გახდა. როგორც ცნობილია, მსახიობები ასევე მუშაობას აგრძელებდნენ რუსთავი2-ში.სავარაუდოდ, სწორედ რუსთავი2-თან თანამშრომლობა გახდა მათი გათავისუფლების მიზეზი.
„ფორმულამ“ Facebook-ის გვერდზე სერიალის პრომოები უკვე გამოაქვეყნა. კიდევ რა ცვლილებებს ნახავს მაყურებელი ჯერჯერობით უცნობია.