NASA-მ მარსის 1.8 მილიარდ პიქსელიანი პანორამა გამოაქვეყნა

NASA-მ პროექტ Curiosity-ს როვერმა მარსის ყველაზე დეტალური, 1.8 მილიარდ პიქსელიანი პანორამა გადაიღო. მას გამოცემა Space ავრცელებს.

პანორამა 1000-ზე მეტი ფოტოსგან შედგება, რომელიც გადაღების შემდეგ დედამიწაზე ააწყვეს.

NASA-მ 360 გრადუსიანი პანორამის გადაღება პირველად შეძლო. ფოტოების გადასაღებად როვერს 6.5 საათი დასჭირდა.

მარსმავალ Curiosity-ის მიერ გადაღებულ პანორამაზე შარპის მთის ფერდობი ჩანს. კადრში ასევე ჩანს 5 კილომეტრამდე სიგანის კრატერი, რომელსაც “Slangpos crater”-ს ეძახიან.