NASA-მ ასტრონავტებით დაკომპლექტებული ჯგუფის კოსმოსში გამგზავრება გადადო
ღია კოსმოსში ასტრონავტი ქალების, ენი მაკლეინის და კრისტინა კოჰის ფრენა გადაიდო. მიზეზი კი ის გახდა, რომ კოსმოსში გასაშვები შესაბამისი სკაფანდრის მომზადება ვერ მოხერხდა, ამის შესახებ ნასამ გუშინ განაცხადა.
როგორც NASA-ში აღნიშნავენ, კოსმოსში პირველი ფრენის შემდეგ, ენი მაკლეინმა გადაწყვიტა, რომ მას საშუალო ზომის სკაფანდრი ერგება, მაგრამ 29 მარტამდე მხოლოდ ერთი საჭირო ზომის სკაფანდრი შემუშავდა, რომელიც მხოლოდ კრისტინა კოჰისთვის იყო განკუთვნილი.
უპრეცედენტო მოვლენა 29 მარტს იგეგმებოდა, ღია კოსმოსში პირველად უნდა გაფრენილიყვნენ მხოლოდ ქალი კოსმონავტები.როდემდე გადაიდო ისტორიული ფრენა ჯერჯერობით უცნობია.
პირველი ქალი კოსმონავტი სვეტლანა სავიტსკაია იყო. როიტერის ინფორმაციით, კოსმოსში 500-ზე მეტი ადამიანია ნამყოფი, აქედან ქალების რაოდენობა მხოლოდ 11 %-ია.