NATO-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რჩევა და საქართველო მიიღოს ალიანსში- ლუკ კოფი

,,ჰერითიჯის ფონდის“ საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელის, ლუკ კოფის აზრით, ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის პრემიერ-მინისტრის რჩევა და საქართველო ალიანსში მიიღოს.

ლუკა კოფი Trtworld-ზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს საქართველოს ევროპულ კურსზე და იმ რეფორმებზე, რომლითაც ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ბიუროკრატიის შემცირება და დემოკრატიის დამკვიდრება ხდება. კოფის თქმით, მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ნატო-ს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება.

„საქართველოს გზა დემოკრატიისკენ მაგალითია მთელი რეგიონისთვის. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა დემოკრატიის გზას სტაბილურად გადის. ამერიკის ინტერესებშია, რომ რეგიონული სტაბილურობისთვის ის ამ გზაზე დარჩეს. წლების მანძილზე საქართველოს მთავრობები ახორციელებდნენ ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და დემოკრატიის დამკვიდრების დღის წესრიგს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყანა მტკიცედ რჩება ერთგული ტრანსატლანტიკური საზოგადოებისადმი… რუსეთი მის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის განგრძობად ოკუპაციას იყენებს, რომ შეაფერხოს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. მსგავსი დე ფაქტო ვეტოს გამოყენება მოსკოვის მხრიდან-მიუღებელია. საბედნიეროდ, ზოგიერთებმა შეძლეს შესულიყვნენ ნატო-ში რუსეთთან ომის გარეშე. მთავარი საკითხი მხოლოდ ის არის, არის თუ არა ლიდერების სათანადო პოლიტიკური ნება და კრეატიულობა, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს“,- წერს ლუკ კოფი.

ცნობისთვის, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მევლეთ ჩავუშოღლუმ ნატო-ს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ NATO-ს სჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა.