სუსის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილსა და მის ძმისშვილს შორის შემდგარი საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც დღეს უწყებამ გამოაქვეყნა, არ არის სატელეფონო ჩანაწერი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ კონკრეტული ჩანაწერი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდა.
სუსის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა სხვადასხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ასევე ფარული ვიდეო, აუდიო და ფოტოგადაღება.
„გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა და ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა”, – განაცხადეს უწყებაში.