ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში, გუშინდელი განახლებული ეთერის შემდეგ თანამშრომლებს მადლობას უხდის.
„მადლობა ყველას ვინც ამ საქმეს აკეთებს. ყველაფერი კარგად იქნება!“ – ადაწერა ხალვაშმა 9-საათიანი „კურიერის“ გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ “რუსთავი 2-ის” სატელევიზიო ეთერი განახლდა. ეთერში 35 დღიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა 9 საათიანი “კურიერი”, რომელსაც ნათია ლაზაშვილი უძღვებოდა.