მაღალჩინოსანი, რომელმაც გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო, უდანაშაულოდ ცნეს

სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილისთვის მორალური ზიანის მიყენების საქმეზე, ნაფიცმა მსაჯულებმა გორის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, თემურ მანველიშვილი უდანაშაულოდ ცნეს. გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

საქმეზე სასამართლო სხდომები თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა, რის შემდეგაც, ბრალდებულის მოთხოვნით საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ.

2018 წლის 10 ოქტომბერს გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს. აქციის ბოლოს, აქტივისტ გიგა მაქარაშვილს გორის მერიის თანამშრომელმა თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.