მაია ცქიტიშვილის თქმით, ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია

რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია.

„ქალბატონი ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია მის პირად ცხოვრებაზე და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი, არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამაზე გაეცა, მას ჰქონდა საუშალება გამოძიებისთვის მიეცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ეკა ბესელიას განცხადებით,  მმართველმა გუნდმა მას უთხრა, რომ პარტიის დატოვების შემთხვევაში  მასზე მორალური ტერორი გაგრძელდებოდა.