„ცენტრ პოინტის” საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, მაია რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ არ გამოცხადდა. სასამართლო პროცესები ე.წ. „მიონის” ეპიზოდს ეხება.
სასამართლოზე წარმოდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაია რჩეულიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
საქმეზე ასევე ბრალდებულია ქეთევან ჟორდანიაც, რომელსაც საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.
ცნობისთვის, მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს.