მაიკ პომპეომ “ტვიტერზე” საქართველოს მხარდამჭერი სტატუსი დაწერა

 

აშშ და NATO მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებას. ამის შესახებ “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაწერა.



“ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა დ აუკრაინის  წვლილს და თანამშრომლობას. მოხარული ვართ იმ პროგრესით, რომლებსაც ამ ქვეყნებმა მიაღწიეს NATO-ს სტანდარტებისა და ღირებულებების დაკმაყოფილების კუთხით“,- ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება წარმოადგენს. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  NATO-ს როლს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

NATO-საქართველოს ურთიერთობას 1992 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC – North Atlantic Cooperation  Council), რომელსაც 1997 წლიდან ეწოდა ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო  (EAPC – Euro-Atlantic Partnership Council). თანამშრომლობა გაფართოვდა 1994 წელს, NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის  (PfP – Partnership for     Peace)   პროგრამასთან მიერთებით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა NATO-სა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.


NATO-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში აღსანიშნავია 2002 წელს პრაღაში გამართული სამიტი, რომელზეც საქართველოს მეორე პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ პირველად გაახმაურა საქართველოს ალიანსში გაწევ რიანების სურვილი.