მაინც ავაშენებთ!!-მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი ბრალის წარდგენის შემდეგ

მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში 17:00 საათზეა დაბარებული.  მანამდე კი ბიზნესმენი ანაკლიის პორტის ირგვლივ არსებულს კითხვებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“მაინც ავაშენებთ!!!”- დაწერა ხაზარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და ის ინფორმაცია გააზიარა, რომლის თანახმადაც ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა.

Eiffage  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ, შვეიცარულ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩატარდა. პროკურატურამ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.

როგორც პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.