სამოქმედო გეგმა გამზადებულია, სახელწოდებით – „მაინც დაგაბოქლომებთ“, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მოხდება მათი სტრატეგიის გაჟღერება.
„სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით – „მაინც დაგაბოქლომებთ“. ვაგრძელებთ ამ კამპანიას. დღეს, 19:00 საათზე, ახალგაზრდების მხრიდან მოხდება გაჟღერება იმ სტრატეგიის, რომელიც გვაქვს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“ – მაინც დაგაბოქლომებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.