მაინცდამაინც გავრილოვი უნდა ჩამოიყვანოს პრემიერად, რომ გამოვფხიზლდეთ?!- ასე ეხმაურება სამთავრობო ცვლილებებს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
“ერთი წელიც დამაცადეთო, ერთი წლის წინ მოთქვამდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხიხო. დღეს კი ახალგაზრდების თვალების მთხრელი დაგვინიშნა პრემიერად და თავის ხელის ბიჭები – მინისტრებად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ტიპის ერთი სიტყვა არ დაიჯერება და ნებისმიერ შემთხვევაში, დროს ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებს! მხოლოდ უპირობოდ მოსროლა სანაგვეზე!
მაინცდამაინც გავრილოვი უნდა ჩამოიყვანოს პრემიერად, რომ გამოვფხიზლდეთ?!”-წერს გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. გახარიამ კი მომავალ შს მინისტრად ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.