მაკო გომური და გიორგი სულაშვილი საავადმყოფოდან ერთობლივ ფოტოს აქვეყნებენ

20 ივნისის აქციაზე დარბევისას დაშავებული მაკო გომური და გიორგი სულაშვილი ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებენ. ისინი სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებიან.

ორივე მათგანს მარცხენა თვალი სპეცრაზმის ნასროლი რეზინის ტყვიებით აქვს დაზიანებული. მაკო გომურს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა.