მაკო გომურს გერმანიაში პირველი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც აქციის წევრებმა განაცხადეს, 18 წლის მაკო გომურის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ის კლინიკიდან უკვე გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, 20 ივნისს ღამით, პარლამენტის წინ აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზთან ერთად რეზინის ტყვიებიც გამოიყენა.
აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანმა მხედველობა დაკარგა. მათ შორის იყო 18 წლის მაკო გომური, რომელმაც თვალი დაკარგა. მისი თქმით, მცირე შანსი არსებობს, იმის რომ მისთვის თვალის გადანერგვა მოხერხდეს.
20 ივნისის აქციის დროს დაშავებული ხუთი პაციენტი კვლავ რჩება კლინიკებში.
მძიმე იყო 2 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ. 23 წლის პაციენტს ნეიროქირურგიული და თვალის აღდგენითი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია ასევე 32 და 46 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც მკურნალობას ინტენსიური დაკვირვების პალატაში აგრძელებენ.