თბილისში მალე შესაძლებელია სკუტერებისთვის შესაბამისი ინფასტრუქტურა მოეწყოს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე დაპოსტა. მან პარიზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის სკუტერით არის. ფოტოს მომხმარებლების არაერთი გამოხმაურება მოყვა.
“ეს თბილისშია? მშვენიერი იქნებოდა ჩვენს ქალაქშიც ასეთი …. მტკვარში რომ არ გადაყარონ და სახლში რომ არ წაიღონ”,
“გვჭირდება თბილისშიც სკუტერები” უწერენ თბილისის მერს გამომწერები ფოტოს ქვემოთ რაზეც მან ასე უპასუხა: “მალე თბილისშიც გვეყოლება”