მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პანკისში,  მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარლამენტში იმყოფება. მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება.

19 წლის თემირლანის მამა ითხოვს, მოხდეს გამოძიება რამდენად ადეკვატური იყო ძალა, რომელიც სპეცრაზმმა გამოიყენა. მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.