მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მივიდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

მაჩალიკაშვილმა სუსის შენობაში შესვლამდე განაცხადა, რომ ის დაკავებას არ ელოდება, რადგან არანაირი დანაშაული მას არ ჩაუდენია.

გომელაურის უწყება პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის მამას, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რამდენიმე დღის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მისი ძმისშვილს შორის შემდგარი ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. 

სუსის მტკიცებით, აუდიო ჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზე მიმდინარეობს,მალხაზ მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს – მორის მაჩალიკაშვილს, ესაუბრება და რამდენიმე ადამიანის მკვლელობას გეგმავს, მათ შორის სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის.

მაჩალიკაშვილის მტკიცებით, უმძიმესი ბრალდებებით, ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას და პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების შეწყვეტას ცდილობს.