მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი გამოკითხვის ხვალისთვის გადადებას ითხოვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს არ გამოცხადდება. ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა,  რომ ისინი გამოკითხვის ხვალისთვის გადადებას მოითხოვენ. 

“სუს-მა მოულოდნელად ჩანიშნა 15:00 საათზე გამოკითხვა. მათ კარგად იცოდნენ, როიმ ამ პერიოდში სააპელაციო სასამართლოში პროცესი მაქვს და ფიზიკურად ვერ მოვახერხებ უწყებაში მისვლას. ამიტომაც ვაპირებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართო, რომ გამოკითხვა ხვალისთვის გადადონ“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა

შეგახსენებთ, რომ სუსმა  მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დღეს ისევ დაიბარა.

ამ დროისთვის სუსში  დაკითხვაზე იმყოფება მაჩალიკაშვილის ახლობელი, პანკისის მკვიდრი  ასლან მარგოშვილი.