წუხელ ღამით, პარლამენტის წინ დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ წარმომადგენლებსა და რუსთაველზე განთავსებულ კარვებში მყოფ პირებს შორის მოხდა. დაპირისპირებაში ჩართული იყო მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
სიტუაციის განმუხტვა პოლიციამ მოახერხა. სამართალდამცველებმა დაპირისპირების ფაქტზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავეს. უწყებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწო, რაც ძალადობას გულისხმობს.