მალტაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ცნობილია ვირუსით დაინფიცირებული 12 წლის გოგონაა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, კრის ფირნის ინფორმაციით, ინფიცირებული 12 წლის გოგოა, რომელიც მშობლებთან ერთად რომში იმყოფებოდა. ბავშვის მშობლები ამ კარანტინში მოათავსეს. გოგო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სკოლაში არ წასულა და შესაბამისად, კლასელებთან კონტაქტი არ ჰქონია.