“ყველას აქვს თავისი შეხედულება – სინოდზე სწორედ ამიტომ არ იქნა მიღებული ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან არსებობდა აზრთასხვადასხვაობები. ეპისკოპოსები თავიანთ შეხედულებებს გამოთქვამენ, თუმცა სინოდს კრებითი მსჯელობის შემდეგ ექნება შეჯერებული პოზიცია – უნდა დაველოდოთ სინოდს”,განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ტვპირველის” პირდაპირ ეთერში.
6 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ტომოსი გადასცა. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა წირვისას სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში მოხდა. ბართლომემ ტომოსს წინა დღით მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი. ტომოსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც სტამბოლის წმ. გიორგის ტაძარში გაიმართა, ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.