ცნობილი მსახიობის და ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნანუკა გოგიჩაიშვილმა ემოციური პოსტი დაწერა.
“სიტყვები როგორ მინდა შევარჩიო ვცდილობ მაგრამ არ ამომდის პირიდან სათანადო სიტყვა… არ გამიზიარებია ჩემი უსაზღვრო სიყვარული , ტრაგედია თუ ბედნიერება არავისთვის , ყოველთვის ყველაფერს ხარბად მხოლოდ ჩემთვის ვიტოვებდი… მამა მადლობა ამხელა დაუნდობელ სიზმარშიც რომ მაძლიერებ ამ დროსაც რომ ცდილობ “ბედნიერი” ვიყო … არააქვს სიტყვებს არანაირი აზრი არ ვცნობ უშენობას არ წავიკითხავ არცერთ სიტყვას რომელიც შენთან არაფერშუაშია!!!! ამდენი დღე გავიდა უშენოდ …ჩემთან ხარ ყოველწამს. უღრმესი მადლობა შენი აქ ყოფნით მაძლიერებ უშენობა არ არსებობს!”-დაწერა გოგიჩაიშვილმა.
ბავშვებისთვის საყვარელი მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 4 ივლისს გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.
მას არაერთი გადაცემა მიჰყავდა, მის სახელთან არის ასოცირებული ყველასათვის საყვარელი საბავშვო გადაცემა „ბასტი-ბუბუ“.