მამაკაცი, რომელსაც დოლიძის ქუჩაზე 2 დღის წინ ხე დაეცა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს, პაციენტი ოპერაციის შემდეგ მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოისხსნა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შეგახსენებთ,2 დღის წინ ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 300-მდე შეტყობინება შევიდა – თბილისიდან 270, რუსთავიდან კი 25.