მამაკაცი ყვება, რომ პატრიარქმა სექსუალურად შეავიწროვა- ტუჩებში აკოცა

რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მიტროპოლიტ ათანასეს მომვლელი გიორგი გელაშვილი ეროვნული TV-ის ეთერში მღვდელ ანდრია სარიასთან ინტერვიუში ყვება, რომ პატრიარქმა ილია II-მ ის სექსუალურად შეავიწროვა.

მისი თქმით, ის მეუფე ათანასეს მორჩილი იყო და სიცოცხლის ბოლო წლებში მას უვლიდა, ამიტომ პატრიარქის ცოდვებზე ბევრი იცოდა.

გელაშვილის მტკიცებით, მეუფე რომ გარდაიცვალა, ერთ-ერთი პანაშვიდის დროს მასთან მღვდელი შალვა კეკელია მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ პატრიარქი იბარებდა. მისი თქმით, ილია მეორემ მას მორჩილება შესთავაზა და მეუფე ათანასეს მოვლისთვის მადლობა გადაუხადა.

გელაშვილის მტკიცებით, რაღაც პერიოდის განმავლობაში პატრიარქთან მსახურობდა, ერთ-ერთ საღამოს კი ილია მეორემ ის თავისთან დაიბარა, გაუფრთხილებლად ტუჩებში რამდენჯერმე აკოცა, მისი რეაქციის შემდეგ კი დასცინა და უთხრა, რომ ჯერ მზად არ იყო.

,,ერთ-ერთ საღამოს, პირველი პირი მიბარებს თავისთან ოთახში და საუბრის დროს მე უბრალოდ ვიჩოქებ მის წინ და მოხდა ასეთი რამ, რომ ჩამეხუტა და მაკოცა პირდაპირ ტუჩებში. ეს მოხდა, ეს ფაქტი. ნუ, მოხუცია და მე ვიფიქრე, რომ ეს მოუვიდა შემთხვევით, მაგრამ მე როდესაც სახე სპეციალურად ავწიე, რომ დავრწმუნებულიყავი, მეუფე მართალს მეუბნება, თუ არა, მოხდა ისე, რომ მან ხელთავიდან გაიმეორა ეს კოცნა, უკვე ცხადად ხდებოდა ეს. გავიწიე და ჩემთვის ეს იყო მიწის გამოცლა, რომ როგორ, ე.ი. რა ხდება? მან დამცინა, გაიცინა ამ ყველაფერზე და მითხრა, რომ იცი, რა, ჯერ მზად არა ხარო და მერე, როცა დრო იქნება, გამოგიძახებო. ეს მახსოვს, ეს სიტყვები,”- ამბობს გელაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის შემდეგ ტაძრიდან წასვლა მოუწია.