ხელვაჩაურში მამაკაცმა საკუთარ თანამშრომელ ქალბატონს სცემა.დაშავებული 47 წლის ქალი სხვადასხვა დაზიანებებით ბათუმში კლინიკა “მედინაში” მოათავსეს.
ქალის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ქალს დაზიანებული აქვს თვალი და აღენიშნება დაჟეჟილობები.
მამაკაცი ქალზე ფიზიკურ ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ მას მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაშავებული ქალი კი ყვება, რომ მას საკუთარი კოლეგა ფიზიკურად გაუსწორდა.
სოციალური სააგენტოს თანამშრომლები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი ხელმძღვანელობიდან ერთ-ერთი განყოფილების უფროსი მომხდარ ფაქტს შეესწრო, თუმცა ოთახში არავის უშვებდა ქალბატონის დასახმარებლად.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.