ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ნიკა გვარამიას გადაცემაში განაცხადა, რომ ცაავა აცხადებს, რომ ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძეს “სოდომური ცოდვის ფილმების” ჩვენებას სთხოვდა. მისი მტკიცებით, მსგავსი ფილმების ლინკები პროკურატურამ გიორგი მამალაძის ტელეფონში აღმოაჩინა და მამალაძემ არ უპასუხა, თუ რატომ იყო ეს ფილმები მისი ბრაუზერის ისტორიაში.
“პროკურატურის საქმეში არის კონკრეტული პუნქტი, სადაც მისი ტელეფონი როდესაც გაიშიფრა, იქ არის სოდომური ცოდვის ფილმები ნანახი. რა თქმა უნდა, მან პასუხი არ გასცა. მე გავცემ პასუხს – ის ამბობს რომ არაერთგზის საღამოს კათალიკოსი თხოვდა ასეთი ფილმები ეჩვენებინა მისთვის. კათოლიკოს-პატრიარქს ინტერესი ჰქონდა და მის თანმხლებ პირებს, სამღვდელოსაც და საეროსაც, თხოვდა. მამაომ ეს მომიყვა საპყრობილეში, მაგრამ მამაომდე რამდენიმე ფაქტი ვიცი საერო და სასულიერო პირისა. ამ სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე ”– განაცხადა მეუფე პეტრემ.