„მამამ შვილი მოაწყო“ – ამ შინაარსის წარწერები არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ საბჭოს წევრის არამოსამართლე ლევან გზირიშვილის კაბინეტთან გააკრეს.
ფოტომასალას ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„პ.ს. ორი დღის წინ მისი შვილი ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ შეუძლია გახდეს მოსამართლე“,- წერს ნაზი ჯანეზაშვილი.