მამას ისე არ გავუზრდივარ, რომ საკადრისი პასუხი დავუბრუნო და სააკაშვილის მამა ან დედა მოვიკითხო -წულუკიანი

“მე სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, რომ დავუბრუნო მას პასუხი ისე, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა ან დედა”, -ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს.

“მშვიდობა არასდროს იყო მისი ღირებულება, ადამიანი და მისი უფლებები არასდროს იყო მისი ღირებულება. ვფიქრობ, რომ მისი განცხადებებით რაკი გამოძიება დაინტერესდა ჩვენ მასზე და მის პიროვნებაზე კომენტირებისას ბევრი დრო აღარ უნდა დავხარჯოთ”, – აღნიშნა წულუკიანმა.

სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” ,  მინისტრ წულუკიანის მამაზე თქვა, რომ  ის  უზენაესი სასამართლოს ჯალათი იყო.