მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში უხვი ნალექის გამო მდინარის ადიდების შედეგად 70-მდე ადამიანი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა.
სამაშველო ჯგუფები მათ გამოყვანას ცდილობენ. ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე მყოფთა უმეტესობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა მოხერხდა, თუმცა, 10-მდე მოქალაქე კვლავ მდინარის მეორე ნაპირიდან გადმოსვლას ვერ ახერხებს.
არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ ადგილზე 25 მაშველი მუშაობს და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით ცდილობენ მოქალაქეების გამოყვანას.