საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს განცხადებას გააკეთებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბახტაძე დღეს, 15:00 საათზე სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება. შეხვედრაზე პრემიერი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ილაპარაკებს.შეხვედრა ტექნოპარკში შედგება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.