მამუკა ბახტაძე ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სესიაზე აღარ გამოვა

არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა.

სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში   მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში  პრემიერის ყოველწლიურის მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა და საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს უნდა მოხდეს.

პარალმენტის საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული.