“ნათია არის მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით”- პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა წარადგინა.
ნათია თურნავა ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
“ჩვენ გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, გვჭირდება ოპერატიულ რეჟიმში რომელიც ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ4 რომ ნათია წარმატებით გაართმევს თავს თავის დაკისრებუყლ მოვალეობას”-განაცხადა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ნათია თურნავამ.
“მინდა, მადლობა გადავუხადო გოგა ქობულიას, იმ ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენს შორის შედგა ეკონომიკის სამინისტროში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეს ის სამინისტროა, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ. ეს ის სამინისტროა, სადაც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებულები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული დავალებები, კონრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო“- განაცხადა თურნავამ