“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადება ამჯერად პარლამენტში მისვლის მზადყოფნას ეხება.
“მივესალმებით პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოსმენილ იქნას ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში”, – ნათქვამია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის კომიტეტში მისვლისა და საკითხზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ერთად მსჯელობის წინადადებით 19 თებერვალს “ევროპულმა საქართველომ” მიმართა.
“მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძისა და “თიბისი ბანკის” მიმართ, მობრძანდეს პარლამენტში, დაესწროს იმ საკომიტეტო მოსმენას, სადაც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მან გუშინ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საზოგადოებას მიაწვდის დოკუმენტებსა და ინფორმაციას. ამიტომ მაქვს შეთავაზება, მობრძანდეს, ამ კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის წევრებთან ერთად საზოგადოებისთვის ღიად და გასაგებად ვისაუბროთ ყველაფერზე, რა ხდება, რა მდგომარეობაა და რა პრეტენზიები აქვს ეროვნულ ბანკს “თიბისი ბანკის” მიმართ და პირიქით”, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ხაზარაძის საიდუმლო წერილი თიბისი ბანკის თანამშრომლებს
თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ
ცოტა მაშფოთებს ერთ-ერთი სტრუქტურის სახალხო განცხადება – ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ
რატომ დაიწყო გამოძიება, პასუხი არ გვაქვს – ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე: თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟის ნაწილი, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებას