მამუკა ხაზარაძე “ლელოს“ მორიგ 12 ახალ წევრს წარადგენს

„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დღეს მის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის კიდევ 12 ახალ წევრს წარადგენს.

ახალი წევრების წარდგენა 12:00 საათზე, ლისის ტბაზე, „მწვანე ქალაქის“ ტერიტორიაზე მოხდება.

მამუკა ხაზარაძე მოძრაობა „ლელოს“ 12 ახალი წევრის წარდგენასთან ერთად ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.