მამუკა ხაზარაძე პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ მივა

4 მარტს პარლამენტში “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. ამჯერად ხაზარაძე და ჯაფარიძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე არიან მიწვეული.
“თიბისი ბანკის” საქმეზე მსჯელობა 26 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მოსმენა ჩაიშალა.
“თიბისი ბანკის” საქმეზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ევროვნულმა ბანკმა კი 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა. ხაზარაძის და ჯაფარიძის ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვეს და განაცხადეს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას განაგრძობენ.
“თიბისიმ“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყვიტა და 1 მლნ ლარის გადახდას დათანხმდა, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლო დავას ინდივიდუალურად აგრძელებენ.