მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თარიღს 2 დღეში გამოაცხადებს

თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ხაზარაძე აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თარიღს 2 დღეში გამოაცხადებს.

ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება.

ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება 9 ივლისს დააანონსა. ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც “ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება”. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან მისივე განცხადებით, ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

ითანამშრომლებს თუ არა მამუკა ხაზარაძე ვანო მერაბიშვილთან-ხაზარაძის პასუხი