მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა.ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მოძრაობაში გაერთიანებული იქნებიან ყველა პროფესიის ადამიანები.
“არ გეგონოთ, რომ აქ რაღაც კლუბს ვაკეთებთ, არა ბატონებო ჩვენ ვაკეთებთ ძალიან დივერსიფიცირებულ ძალიან კარგად არჩეული ადამიანების გაერთიანებას პროფესიონალების, პროც~ფესიაზე როცა ვლაპარაკობ არ ვგულისხმობ, რომ ვიღაცას აუცილებლად უმაღლესი სასწავლებელი უნდა ჰქონდეს დამთავრებული და დიპლომი უნდა ქონდეს.აქ ვგულისმხობ იმ ადამიანებს, რომელიც კარგი ხუროა, კარგი მძღოლია, კარგი მიმტანია, ყველა ადამიანი, რომელიც გვიერთდება იქნება წარდგენილი”-განაცხადა ხაზარაძემ.
„ლელოს“ ახალი წევრები არიან:
1. ქეთევან კრიალაშვილი – ეკონომისტი
2. ალექსანდრე ფირცხალაიშვილი-იურისტი
3. თეა ჭკუასელი-პიანისტი
4.ირაკლი სუთიძე-მხატვარი
5. ბესიკ ლიპარტელიანი-სპორტსმენი
6. გია რაფავა-სპორტსმენი
7. დავით ბეგიაშვილი-ბიზნესმენი
8. თორნიკე შურღულაია- ანალიტიკოსი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი
9. ხათუნა თავდგირიძე-მწერალი
10. დავით გელაშვილი-სპორტსმენი
11.აკაკი გელაშვილი-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
12. გიორგი ოქროაშვილი-ფსიქოლოგი