რა წერილი მიიღო მამუკა ხაზაარძემ არჩევნების მეორე ტურის წინ – “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ამის შესახებ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. დეპუტატების მხრიდან შეკითხვის შემდეგ, ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ ამ წერილის ავტორი გიორგი გახარია იყო.
“არ ვაპირებთ სენსაციებით მოქმედებას, წერილების გამოქვეყნებას და წერილების ფრიალს. არ გვინდა პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ. ალბათ აზრი არ აქვს კომისიას დაველოდო. მუქარის წერილი გახარიასგან იყო მოწერილი. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ პოლიტიკური ამბიციები გვაქვს. ჩვენ პოლიტიკურ პროცესებში ჩარეული არ ვართ. ეტყობა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ეს ყველაფერი, რაც ხდება, ამიტომ ხდება. განცდა სიმართლის, არ არის. ქართული ბიზნესი, აი ამ სტერეოტიპით არის უკვე შეპყრობილი. სათქმელი იცით რამდენი აქვთ, მაგრამ ოთახებში და კულისებში მიიღება გადაწყვეტილება. მოდით რა, თვალებში ვუყუროთ ერთმანეთს. აქ არ ვარ მოსული, რომ ან ოპოზიციის, ან პოოზიციის გული მოვიგო. ამ ქვეყნიდან მე არ წავალ, მე იმიტომ მოვედი თქვენთან, რომ თქვენ დაეხმაროთ არა მარტო მამუკა ხაზარაძეს. არ მაინტერესებს ნოლები ანგარიშზე, თუ არ იქნება თავისუფლება. პროკურატურა არ უნდა გვაშანტაჟებდეს პრესკონფერერნციებით. არ დავთმობთ ერთი წამით და ერთი ნაბიჯით არც წავალთ უკან. საბჭოთა “კაგებეშნიკერი” პრაქტიკა, რომ ვიღაცას თავს ლაფი დაასხან და მერე მიდის გამოძიება და იდება თაროზე, უნდა დამთავრდეს. ადამიანებს არ აქვთ საშუალება, პასუხი გასცეს, ეს უნდა შეწყდეს. ან ბრალი დააყენონ, ვინ არის დამნაშავე, ან საკითხი შეწყვითონ. თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საქმეს”.